"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი ჯერ არ მიმიღია და იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
"კანონპროექტის ნახვის შემდეგ შემეძლება მხოლოდ დეტალებზე საუბარი. პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელია ასე სწრაფად ამ პროცესის წარმართვა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ჩართვის გარეშე, როგორიცაა ვენეციის კომისია და როგორიცაა თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც, ალბათ, ჭკუა უნდა ვკითხოთ, როდესაც მათ კონსტიტუციურ სტატუსზე ვლაპარაკობთ" - განაცხადა მარგველაშვილმა.
პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში” ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. ოპოზიციას ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რის გამოც პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებას ურჩევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.