"პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ მიმდინარე სასამართლო პროცესზე" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზედენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
”პროცესი მიმდინარეობს და მე მასზე არ ვაკეთებ განცხადებას, არადა კონკრეტულად ამ საქმეზე არა ერთი ზედმეტი კომენტარი მოვისმინე პოლიტიკოსებისგან. ზედმეტად ჩახედულები იყვნენ ისინი სასამართლოს საქმეში”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი არ აკეთებს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის შესაძლებელი რომ აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.