ამერიკული მედიის ცნობით, კენტუკის შტატში გამართულ პრაიმერში აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატმა კადიდატმა, ჰილარი ქლინტონმა გაიმარჯვა, მისმა ოპონენტმა, ბერნი სანდერსმა კი გამარჯვება ორეგონის შტატში მოიპოვა.
რაც შეეხება რესპუბლიკელების პრაიმერს, ორეგონში გამართულ წინასაარჩევნო შეჯიბრში მხოლოდ დონალდ ტრამპი მონაწილეობდა, შესაბამისად გამარჯვებულიც სწორედ ტრამპი გახდა.
აშშ-ის შტატების უმრავლესობაში პრაიმერები უკვე ჩატარდა. დარჩენილ შტატებში პარტიული არჩევნები ივნისის ბოლომდე დასრულდება, ნოემბერში კი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, სადაც ერთმანეთს დემოკრატი და რესპუბლიკელი კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.