"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ყველა პოლიტიკურ ძალასა და ორგანიზაციას, რომლებმაც ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა მიმართ სოლიდარობა გამოხატეს, მადლობას უხდის.
"პრეზიდენტისადმი მიმართვას შეწყალებაზე, ჩვენი პარტია ასეთ მიმართვას არ გეგმავს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის ხედვა და მათ შეუძლიათ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღონ. ვიცი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ ადამიანების ბედით შეწუხებულია და ის საკუთარ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს პრეზიდენტს ე. წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების თხოვნით ”ეროვნული ფორუმი“ მიმართავს.
როგორც „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა, კახა შარტავამ განაცხადა, პარტიის იურისტებისა და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დამდგარი განაჩენი მსჯავრდებულთა უდანაშაულობას უფრო მიანიშნებს, ვიდრე მათ ბრალეულობას.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კომენტარს არ აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.