მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "Boeing 777"-ის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა.
თვითმფრინავი ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს ჩამოვარდა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.
"ესპრესო.ტვ"-სთან საუბარში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, სულ მცირე "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო დანადგარია აუცილებელი, რაც მისი თქმით, სეპარატისტებს არ გააჩნიათ. ამდენად, ანონიმური წყაროს განმარტებით, აღნიშნული დანადგარიდან გასროლა რუსეთის ტერიტორიიდან შეიძლება იყოს განხორციელებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.