ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ სადგურის ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ,უკვე მოეწყო რკინა-ბეტონის ახალი სანიაღვრე არხები, უსაფრთხოების კუნძულები, რომელიც შემოისაზღვრა ბეტონის თვალამქცევი ბორდიურებითა და დეკორატიული მოაჯირებით, ბორდიურებზე და ტროტუარებზე დაიგო დეკორატიული ფილები. ამ ეტაპზე კი გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მწვანე ზოლი, მოძრაობის ნაკადგამყოფი ბოძკინტები და ახალი საილუმინაციო სისტემა.
სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია “ჯი-ლაინი“ აწარმოებს, ბიუჯეტიდან 528 000 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.