თუ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს შეიწყალებს, ბიძინა ივანიშვილსაც უნდა გადავუხადოთ მადლობა, ხალხო, იმიტომ რომ იმან დანიშნა მარგველაშვილი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თამჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა გააკეთა.
"თუ მარგველაშვილი ამათ შეიწყალებს და კარგი კაცია, მაშინ ბიძინა ივანიშვილს კარგი კადრი შეურჩევია. ის მოსამართლეები თუ ცუდები არიან, გალანძღეთ სააკაშვილი, იმიტომ, რომ იმან დანიშნა ისინი”, - განაცხადა მეჭიაურმა.
როგორც თავად პრეზიდენტი აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, რადგან პოლიტიკოსები მიმდინარე სასამართლო პროცესზე არ უნდა საუბრობდნენ. ასევე უცნობია, შეიწყალებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი დაკავებულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.