გლდანის # მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ათეულობით უვადო პატიმრობამისჯილმა შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული, 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, პარლამენტის მიერ მიღებულ ”ამნისტიის შესახებ” კანონში არსებული ხარვეზის გასწორებას მოითხოვენ.
”გლდანის მე-8 დაწესებულებაში სულ 58 უვადო პატიმრობამისჯილი პირია მოთავსებული, მათგან 42-მა დღეს შიმშილობა დაიწყო. მოშიმშილეები პარლამენტის მიერ 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებულ ”ამნისტიის შესახებ” კანონში არსებული ხარვეზის გასწორებას მოითხოვენ. ამ დროისთვის ყველა მათგანი კარგად არის, ვინაიდან შიმშილობა სულ რამდენიმე საათის წინ გამოაცხადეს. ჩვენ ისინი მეთვალყურეობის ქვეშ აგვყავს და გავაკონტროლებთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას”, -აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.