საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ახალი სეზონისათვის დასკვნით შეკრებას თბილისში განაგრძობს. ეროვნული გუნდი ბაკურიანში გავლილი შეკრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
ძიუდოისტები, მთავარი მწვრთნელის ირაკლი უზნაძის მეთვალყურეობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სამბოს სპორტულ დარბაზში გადიან წვრთნებს. 28 იანვარს ეროვნული გუნდის ვარჯიშს ჟურნალისტები დაესწრნენ და გუნდში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ჟურნალისტთა შეკითხვებს ნაკრების თავკაცმა ირაკლი უზნაძემ და ძიუდოსიტებმა უპასუხეს. ეროვნული გუდნის ვარჯიშს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძეც დაესწრო. ნაკრები ახალ სეზონს პარიზის პრესტიჟულ ტურნირ "გრანდ სლემზე" გახსნის, რომელიც სპორტკომპლექს "ბერსიში" 8-9 თებერვალს ჩატარდება.
პარიზში საქართველოს ღირსებას 14 ძიუდოისტი დაიცავს. მათ შორის იქნებიან ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოსა და ევროპის გუნდური ჩემპიონატების გამარჯვებული, საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენი – ავთანდილ ჭრიკიშვილი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის გუნდური ჩემპიონატების გამარჯვებული – ვარლამ ლიპარტელიანი. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, მცირე ტრავმის მიზეზით, პარიზის "გრანს სლემს" გამოტოვებს და ეროვნულ გუნდს 21-23 თებერვალს გასამართ დიუსელდორფის გრან- პრიზზე შეუერთდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.