მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ზიკას ვირუსი ევროპაში გვიანი გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში გავრცელდეს, თუმცა, რისკები დაბალიდან საშუალო დონემდე მერყეობს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე ევროპაში კუნძულ მადეირასა და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლშია.
ზიკას ძირითადად ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონშია გავრცელებული. ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის, მსხვერპლი კი ძირითადად ქალები არიან, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ, ვინაიდან აღნიშნული ვირუსის მატარებელი დედის შვილები მიკროცეფალიით იბადებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.