მუზეუმების საერთაშორისო დღე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებებლმა ტარიელ თუთარაშვილმა და გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებს მიულოცეს.
ტარიელ თუთარაშვილმა თვითმმართველობის სახელით მათ სამადლობელი ბარათი გადასცა და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.
როგორც guardian.ge-ს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, მუზეუმების გაერთიანება მუნიციპალიტეტში ორ სივრცეს აერთიანებს, მხარეთმცოდნეობისა და უშანგი ჩხეიძის სახელობის მუზეუმებს.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, მე – 19 საუკუნის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები. ცნობილი ქართველი მსახიობის მემორიალურ ბინა – მუზეუმში კი ექსპონირებულია მსახიობის პირადი ნივთები, მის მიერ განსახიერებული როლებისა და ცხოვრების ამსახველი მრავალფეროვანი ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.