აბაშის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალიდან (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) სოფელ ქოლობნის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც guardian.ge-ს აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გზის სამშენებლო სამუშოებისთვის რეგიონებში განსახორიელებელი პროექტების ფონდიდან 850 000 ლარია გამოყოფილი. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სს „არქეოპოლისი“ ახორციელებს.
ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მონაკვეთის (სიგრძით 4 635 მ. სიგანით 6 მ.) ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილე გია კუციამ და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა ტარიელ მიქაძემ დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.