აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონზე მონიტორინგს გაამკაცრებს.
მათივე ინფორმაციით, პირები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებს თვითნებურად შეზღუდავენ, 500 ლარით დაჯარიმდებიან. ასევე მონიტორინგი გამკაცრდება ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებაზეც. მცირე საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე საჯარიმო სანქცია წელსაც 80 ლარი იქნება.
სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია მოსახლეობას და დამსვენებლებს თხოვნით მიმართავს, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბულვარში დაიცვან დასუფთავების წესები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.