საქართველოს საპატრიარქო ორი ქართველი ახალგაზრდის საბერძნეთში ბერად აღკვეცის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
18-05-2016, 09:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქო ორი ქართველი ახალგაზრდის საბერძნეთში ბერად აღკვეცის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

 

 

”უკვე სამი დღეა ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტ მათე შენგელიას და ახალგაზრდული ევროპარლამენტის წევრ, მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ქათამაძის შესახებ, რომლებიც საბერძნეთში არქიმანდრიტ დიონისეს (გვარად კოლუმბოკასი) მიერ დიდ სქემაში აღიკვეცნენ.

 

 

პირადი საუბრებით ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, თითქოს ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა, რაც რეალობას არ შეესაბამება.

 

 

ეს ორი ახალგაზრდა ადრე სხვა და სხვა ღონისძიებაზე რამდენჯერმე ესტუმრა საპატრიარქოს. მათდამი იყო კეთილგანწყობა, მაგრამ აღნიშნულ თემაზე საუბარი არასოდეს არავისთან შემდგარა.

 

 

ახლახან კი ისინი, უკვე აღკვეცილები წარუდგნენ მის უწმინდესობას სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს და იქ უთხრეს მომხდარის შესახებ.

 


შევნიშნავთ, რომ არქიმანდრიტი დიონისე (კოლუმბოკასი) არის საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახური და მას საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა არ უნდა განეხორციელებინა ჩვენის მხრიდან სათანადო ნებართვის გარეშე; მით უმეტეს აღნიშნული პიროვნებები არიან 18-20 წლისანი და მორჩილად ყოფნის პერიოდიც არა აქვთ გავლილი.

 

 

არქიმანდრიტ დიონისესგან ეს არის მორიგი სერიოზული დარღვევა და უხეში არასწორი ქმედება.

 

 

დიდ-სქემოსანმა ბერმა ირინეოსმა, (იგივე მათე შენგელიამ) და დიდ-სქემოსანმა ბერმა იერონიმემ (იგივე გიორგი ქათამაძემ) არჩევანი თვითონ გააკეთეს და ისინი ამიერიდან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღარ ეკუთვნიან”, -ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი