ჩვენ ვასრულებთ სიტყვას, რომელიც უნივერსიტეტისთვის კრიზისულ პერიოდში დავდეთ, ვასრულებთ სიტყვას, რადგან ჩვენ არ ვართ პოზიციებს გამოკიდებულნი, - აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თსუ-ის თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების თარიღმა გადაიწია.
"არჩევნები გაიმართება არა უგვიანეს 6 თვისა, ვინაიდან არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია - შეიცვლება თუ არა რაიმე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში. ჩვენ ჩავერთვებით ნებისმიერ დისკუსიაში, რომელიც თვითმმართველობის მოდერნიზებას შეეხება”, - განაცხადა საბაურმა.
სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა უარყოფითად შეაფასა განათლების მინისტრის, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლისა და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრების შეხვედრა.
„არ მივესალმებით მთავრობის წევრთა შეხვედრას სტუდენტთა მხოლოდ ერთ ჯგუფთან. განათლების სამინისტრო ისეთ პროცესებში ერევა, რომელშიც არ უნდა ერეოდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის დასაცავად”, - აღნიშნა საბაურმა.
სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა სახალხო დამცველის დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ომბუდსმენმა გააკეთა არაადეკვატური და არაკომპეტენტური განცხადება და მისი განცხადება შეიცავს ფუნდამენტურ ცდომილებას - ”სტუდენტურ თვითმმართველობაზე საუბრისას ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან გაერთიანებასა და არჩევით ინსტიტუტს“.
სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად ისინი გააგრძელებენ ბრძოლას უნივერსიტეტის ავტონომიისთვის უკვე სტატუსების გარეშე, როგორც თვითმმართველობის რიგითი წევრები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა და ვიცე-პრეზიდენტებმა პაატა ბახტურიძემ და თორნიკე ცინაძემ თანამდებობები დატოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.