დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველო–გერმანიის ურთიერთობების განვითარებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს
19-05-2016, 01:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბერლინში მიმდინარე ეუთოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ვიცე–პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა საქართველო–გერმანიის ურთიერთობების განვითარებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

 

 

 

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში სატრანსპორტო–ლოგისტიკური პროექტების მხარდაჭერაზე, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით, ჩინეთი–ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის სტრუქტურაში.

 


ეკონომიკური კონფერენცია ჩატარდა გერმანიის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, პატრონაჟით. კონფერენცია გახსნა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა.

 


კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ეუთოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა და მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელებმა. ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და თანამშრომლობაზე სხვადასხვა რეგიონების სახელმწიფოებს შორის, რაც ნდობის აღდგენას და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას ხელს შეუწყობს" - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი