საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში „ბოინგ 777″-ის ჩამოვარდნის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
18-07-2014, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის აღმოსავლეთით მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777"-ის, – რეისით ამსტერდამი – კუალა-ლუმპური, – ჩამოვარდნის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უმნიშვნელოვანესია უტყუარად დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები.

 

 

"ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მომხდარი ნათლად წარმოაჩენს საერთაშორისო სამართლისა და ქვეყნის კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ შეიარაღებული დაპირისპირების თანამდევ სავალალო შედეგებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად უსამძიმრებს ჰოლანდიის, ავსტრალიის, მალაიზიისა და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეები იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", -აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი