Associated Press- ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილმა ლაინერმა კატასტროფა განიცადა
19-05-2016, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილმა ლაინერმა, A320-მა კატასტროფა განიცადა. ეს ინფორმაცია ეგვიპტის ავიაციის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა სააგენტო Associated Press-ს მიაწოდეს.

 

მათი ინფორმაციით, ამჟამად დაწყებულია თვითმფრინავის ფრაგმენტების ძებნა. სამძებრო სამუშაოები ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარეობს.

 

ლაინერის ჩამოვარდნა ეგვიპტის მთავრობას ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

 

ლაინერი A320 რადარებიდან ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ გაქრა. ეგვიპტური მედიის ცნობით, ბოლო კონტაქტი მფრინავთან თვითმფრინავის გაუჩინარებამდე 10 წუთით ადრე მოხდა.

 

პარიზიდან ქაიროში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი, მათგან 3 ბავშვი და ეკიპაჟის 10 წევრი.

 

"ეგვიპტის ავიახაზების" ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 30 ეგვიპტელი, საფრანგეთის 15 მოქალაქე, ერთი ბრიტანელი, ორი ერაყელი, ასავე კანადის, ბელგიის, ქუვეითის, საუდის არაბეთის, სუდანის, ჩადის და პორტუგალიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

 

 

CNN -ის ცნობით, იმ სივრცეში, სადაც თვითმფრინავის გაუჩინარება მოხდა, საკმაოდ კარგი და წყნარი ამინდია.

BBC -ს ცნობით, ამ წუთებში სამაშველო ჯგუფები სამძებრო სამუშაოებში არიან ჩართული.


გასული წლის ოქტომბერში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რუსეთში შარმ ელ-შეიხიდან მიფრინავდა, სინას ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 224 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოგვიანებით, მოსკოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების შედეგად ჩამოვარდა.


მაშინ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი მათ დაბომბეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი