საყდრისის დაცვის კომიტეტი დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს განცხადებით მიმართავს და კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
როგორც კომიტეტის წევრები აცხადებენ, გიორგაძის მინისტრად დანიშვნიდან დღემდე უწყებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც მინისტრმა პასუხი უნდა აგოს.
კომიტეტში იმასაც აცხადებენ, რომ თუ პრემიერი მათ წინადადებას არ გაითვალისწინებს, კომიტეტი აქციებსა და არასაპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავს.
მიხეილ გიორგაძის თქმით, კულტურის სამინისტროში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არგუმენტირებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.