ე.წ. კაბელების საქმის გამოძიება თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ კითხვები უფრო მეტი დარჩა, ვიდრე პასუხებია მიღებული, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
“ეს არ არის კარგი მოვლენა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც - საკითხი ჯერ დახურული არ არის და წელიწადნახევარი ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯომარემ.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 14 მაისს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.