სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, თუმცა, თუ მოკვლევის შემდეგ დარღვევები არ გამოვლინდა, ის თანამდებობაზე დაბრუნდება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გააკეთა.
”იმის იგნორირებას არასოდეს ვაკეთებთ, რაც საზოგადოების ინტერესში შედის. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და სამინიტრო ასეთ დროს განზე არასოდეს ყოფილა. რეალურობის საჩვენებლად სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება უჩა ძოძუაშვილის განცხადებას, რომ თავდაცვის სამინისტროს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ არ თვლის საჭიროდ მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების განცხადებებზე კომენტარები გააკეთოს.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებისთვის საჭირო თანხა დროზე არ ჩაერიცხა, თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს ინფორმაცია ტყუილია და მოთხოვნილი თანხა მას 17 თებერვალს ჩაერიცხა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.