საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება
19-05-2016, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება. გამოსაშვები გამოცდები წელსაც CAT-ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტი) პრინციპით ჩატარდება.

 

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მე-12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს შემდეგი განრიგით ჩააბარებენ: 21 მაისი:
ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; გეოგრაფია; 22 მაისი: უცხოური ენები; ბიოლოგია; 23 მაისი: ისტორია; ფიზიკა; 24 მაისი - მათემატიკა; 25 მაისი - ქიმია.

 

 

რაც შეეხება მე-11 კლასის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია: 12 ივნისი - გეოგრაფია; 13 ივნისი - ბიოლოგია; 14 ივნისი - ფიზიკა; 15 ივნისი - ქიმია.

 

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით, გამოსაშვები გამოცდების დაწყებამდე პრეტესტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. ე.წ. სავარჯიშო დღე 20 მაისია. პრეტესტში შეფასება არ იწერება.

 

 

გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1600-მდე სკოლაში გაიმართება. წელს მე-12 კლასელების რაოდენობა, დაახლოებით, 44 000-ია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი