დავით უსუფაშვილი: 2016 წლის არჩევნებისთვის შექმნილი გვაქვს სისტემა, რომელზეც თავიდანვე ითქვა, რომ არის ერთჯერადად გამოყენების
19-05-2016, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2016 წლის არჩევნებისთვის შექმნილი გვაქვს სისტემა, რომელზეც თავიდანვე ითქვა, რომ არის ერთჯერადად გამოყენების და ჩვენ, საბოლოო ჯამში, ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

 

 

"ვწუხვარ, რომ თითქმის წელიწადზე მეტია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური ძალების, დაინტერესებული მხარეების შედეგზე ფოკუსირება ვერ მოხერხდა. ბევრს გახსოვთ, ერთი წლის წინ, აი აქ, მე ვამბობდი: - მოდი, თვალი გავუსწოროთ რეალობას და მივიღოთ შედეგი, გავერთიანდეთ იმის გარშემო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ ახლა, რათა 2016 წლის შემდგომი პერიოდი იყოს კონსესუსზე დაფუძნებული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავლისთვის. დღეს რა გვაქვს? - ვინაიდან სხვადასხვა პოლიტიკურმა ლიდერმა თუ ძალამ ჩათვალა, რომ პარლამენტში ალტერნალტიული საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ყოფილიყო ინიცირებული, ამის გამო კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე კენჭისყრა ამ დრომდე გაჭიანურდა.

 

 

მივიღეთ ის, რომ 2016 წლის შემდგომი პერიოდიც გვაქვს აბსოლუტურად ბუნდოვანი, 2016 წლის არჩევნებისთვის შექმნილი გვაქვს სისტემა, რომელზეც თავიდანვე ითქვა, რომ არის ერთჯერადად გამოყენების და ჩვენ, საბოლოო ჯამში, ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ - ეს არის შედეგი ჩემი აზრით, კოლექტიური არარაციონალური, შედეგზე არაორიენტირებული და ორ-სამთვიან პიარ-შედეგებზე გათვლილი ნაბიჯებისა, რამაც აქამდე მიგვიყვანა. ეს არის ძალიან ცუდი. არ ვიცი, არჩევნებამდე დარჩენილ ვადაში რა სასიკეთო ცვლილება შეიძლება მოხერხდეს - ამის თაობაზე მაინცა და მაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი