ვლადიმერ პუტინი საქმის კურსში უნდა ჩააყენონ, რომ ის შორს წავიდა და ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკული PBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, დონეცკის ოლქში მომხდარი ავიაკატსტროფის გამოძიებით ევროპელები უნდა დაკავდნენ, რადგან თვითმფრინავი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ევროპის ტერიტორიაზე ასრულებდა რეისს.
"თუ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს რუსეთის კავშირს დონეცკის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფასთან, ამან უნდა უბიძგოს ევროპელებს უფრო მეტი ნაბიჯებისკენ. პირველ რიგში, გააძლიერონ სანქციები და გააგებინონ რუსეთს, რომ მოუწევს საფასურის გადახდა", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.