ალიანსის წევრობა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ არის მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, რეფორმებზე დამოკიდებული, - აღნიშნული განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლმა, ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა.
”ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პაკეტის გაძლიერებაზე იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ის მომენტი, როდესაც საქართველო წევრობისთვის მზად იქნება. ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ის რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, რისი გაკონტროლების უნარიც გვაქვს. ენა რომელზეც შევთანხმდით დეკემბერში, ვარშავაშიც იქნება იგივე. ეს არის პოლიტიკური რეალობა. არ არის კონსენსუსი განცხადების შინაარსის შეცვლაზე. მას შემდეგ დიდად არც შეცვლილა გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელსაც შეიძლება კონსენსუსზე ემოქმედა”, - განაცხადა აპატურაიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.