კახა ძაგანია: საზოგადოებისთვის უცნობია უკვე პოლიტიკოსად ქცეული ბურჭულაძის შეფასება უგულავას, ახალაიასა და მერაბიშვილის თაობაზე
19-05-2016, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბურჭულაძის ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ სხვა არაფერია თუ არა კეთილშობილური მიზნით ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ორგანიზაციის პოლიტიკური დანიშნულებით გამოყენება და ყოფილი ხელისუფლების რეანიმაციის მცდელობა“ - აღნიშნული განცხადება „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 
„ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში დღემდე პაატა ბურჭულაძე როგორც პოლიტიკოსი უცნობია, მაგრამ ის ცნობილია როგორც საერთაშორისო კლასის საოპერო ბანი და საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი.


სამწუხაროდ ამ ცნობილმა პიროვნებამ უარი თქვა ქართველი ხელოვანის საპატიო ტიტულზე და სიამაყით განაცხადა რომ მას მრავალ ქვეყანაში  რუსულ ბანს უწოდებენ.


მისი განცხადებით ის გვერდში ედგა ქვეყნის სათავეში მოსულ ყველა ლიდერს, მათ შორის დამნაშავე შევარდნაძეს და მის მიერ გამოზრდილ კრიმინალ სააკაშვილს, რაც  დამწყებ პოლიტიკოსს საუკეთესო კუთხით ნამდვილად არ წარმოაჩენს. მეტიც, ნაციონალების 9 წლიანი დიქტატორული მმათველობის დროს ბურჭულაძეს არ გაუპროტესტებია სააკაშვილის რეჟიმი და მისი ბანი მხოლოდ საოპერო დარბაზებში გაისმოდა, რაც რეჟიმის მხარდაჭერის ტოლფასი იყო. ასევე ბუჭულაძეს არ უარყვია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადება, იმის თაობაზე რომ ისინი მასთან კოალიციის შექმნას არ გამორიცხავენ. და ბოლოს, საზოგადოებისთვის უცნობია უკვე პოლიტიკოსად ქცეული ბურჭულაძის შეფასება უგულავას, ახალაიასა და მერაბიშვილის თაობაზე, აღიარებს მათ დამნაშავეებად თუ პოლიტპატიმრად, ხოლო სააკაშვილს - დამნაშავედ თუ პოლიტდევნილად.

 


აღნიშნულიდან გამომდინარე შთაბეჭდილება რჩება, რომ ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ სხვა არაფერია თუ არა კეთილშობილური მიზნით ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ორგანიზაციის პოლიტიკური დანიშნულებით გამოყენება და ყოფილი ხელისუფლების რეანიმაციის მცდელობა“ - განაცხადა კახა ძაგანიამ.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი