ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 რუსი ოფიცერი დაიღუპა და 16-ზე მეტი დაშავდა. ამ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ძალოვანი უწყების ცნობით, სამხედროები ავტობუსით ცხინვალი-ყანჩავეთის მაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ავტობუსის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და ხევში გადაიჩეხა.
დაშავებულები ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფებიან.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს დავალებით, უახლოეს საათებში ცხინვალში გაემგზავრება სამხედრო სამედიცინო პერსონალი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.