ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს
19-05-2016, 04:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს.

 

 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, გაიმართება კონსულტაციები, შესაძლებელია კონსენსუსი იქნეს მიღწეული, ან შესაძლებელია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ დაუჭიროს მხარი “გერმანულ მოდელს”, რადგან „არსებულ საარჩევნო სისტემას ყველა სისტემა სჯობს“.

 

 

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, კოალიცია „ქართული ოცნების“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ არსებული მაჟორიტარული სისტემა შესაცვლელია. ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ნორმებს და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება.

 

 

"ნებისმიერი პროექტი, მათ შორის, ჩვენც გვაქვს წარდგენილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით პროექტი, რომელიც არსებულ საარჩევნო სისტემას შეცვლის, მხარდაჭერილი იქნება ჩვენი მხრიდან და ამ შესაძლებლობებს ვიხილავთ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი