უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები თურქეთის გავლით შესრულდება
18-07-2014, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავიაკომპანიებმა, რომლებიც უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებენ, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს.

 

 

საგანგებო მდგომარეობის გამო, ისინი საქართველოში რეისებს თურქეთის ნეიტრალური საჰაერო სივრცის გავლით შეასრულებენ.

 

 

ინფორმაციას ადასტურებენ თბილისში, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაშიც“. მარშრუტის შეცვლის შესახებ უწყებას ინფორმაცია ავიაკომპანია Wizz Air-მა და „უკრაინის ავიახაზებმა“ მიაწოდეს.

 

 

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება გუშინ, უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოვარდნას უკავშირდება, რომელსაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, სამგზავრო ბოინგს ხმელეთიდან გასროლილი რაკეტა მოხვდა, რომლის ტრაექტორია და სითბური კვალი რადარმა დააფიქსირა, თუმცა, რომელი მხრიდანაა გასროლილი ჭურვი ჯერ დაუზუსტებელია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი