საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში 20-ის ზემოთ ჩაწერილ კანდიდატებს პარლამენტში მოხვედრის შანსი არ გააჩნიათ.
„რამდენიმეს ვეტყვი, რომ 20-ის ზემოთ ტყუილად არიან ჩაწერილები. თავიდან წარმოგვიდგინეს 15-კაციანი სულ სხვა შემადგენლობა და ახლა ბოკერია გაჩნდა პირველ 15 კაცში, რადგან მიხვდა, რომ 15 კაცზე ზემოთ ვერ გაიყვანენ. მინდა ვუთხრა, რომ 20-ის ზემოთ ყველანი მოტყუებულები ხართ, ამიტომ ვიდრე დროა იზრუნეთ, რომ როგორც ბოკერიამ გადაინაცვლა მეორე ათეულში, თქვენც გადაინაცვლოთ მეორე ათეულში, თორემ ბარიერს მიღმა დარჩებით. ერწმუნეთ ჩემს საარჩევნო ინტუიციას და პროგნოზს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.