გოგა ხაჩიძე - წელიწადში 15 მლნ ლარამდე იხარჯება შარდის შემოწმებაში - ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე
19-05-2016, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ხაჩიძემ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა, კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და ”პოლიციის შესახებ კანონში”, რათა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ უფლება სასამართლოს განჩინების და ნებართვის გარეშე მოქალაქეები უბნებიდან და ქუჩებიდან აყარონ და იძულებით ნარკოტესტირებაზე გადაიყვანონ.

 

შარდის ანალიზების კეთება არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

 

კომიტეტის სხდომაზე გოგა ხაჩიძემ მიიტანა ჭიქა, რომელშიც იყო წვენი. როგორც გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მასში იყო უბრალოდ ვაშლის წვენი.

 

„ამ კანონპროექტის მთავარი არსი არის ის, რომ აღარ ხდებოდეს ქუჩებიდან, უბნებიდან სხვადასხვა ადგილებიდან მოქალაქეების აყრა და წაყვანა ნარკოტესტირებაზე. ტყუილია ის, რომ თუ მოქალაქეს არ უნდა, მას შარდს არ ჩააბარებინებენ“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ და ამ კონტექსტში ქუთაისში მომხდარი შემთხვევა გაიხსენა.
მისი თქმით, 56 წლის ლევან აბზიანიძეს დაალევინეს შარდმდენები და ეს ადამიანი გარდაიცვალა.

 

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონპროექტის თანახმად სასამართლოს განჩინების და ნებართვის გარეშე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მოქალაქეები იძულებით ნარკოტესტირებაზე გადაიყვანონ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი