"დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტზე ნატო-ს ლიდერები აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობენ," აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
”დღეს ისტორიული დღეა. დღეს მონტენეგროს ნატო-ს წევრობის შესახებ მოვაწერთ ხელს. ეს მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისთვის, ნატო-სთვის და მონტენეგროსთვის. ეს მკაფიო გზავნილია, რომ ნატო-ს კარი ღიაა და განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას საქართველოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული კუთხით. რამდენიმე დღის წინათ მონაწილეობა მივიღეთ ერთობლივი საწვრთნელი ბაზის გახსნაში. ეს არის მაგალითი თუ როგორია ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან, როგორ ვეხმარებით მოდერნიზებაში, რეფორმების ჩატარებაში და იმაში, რომ უფრო მეტად შეძლოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი. დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტზე ნატო-ს ლიდერები აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობენ”, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.