ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ საქართველო და უკრაინა ადრე თუ გვიან, დსთ-ში დაბრუნდებიან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ლუკაშენკომ დსთ-ს ქვეყნების სპეცსამსახურებისა და უშიშროების ორგანოების ხელმძღვანელების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს-ხვალ უკრაინა ჩვენთან მოვა. მას აქ ძალიან ბევრი ინტერესი აქვს. ვფიქრობ, რომ ანალოგიურად საქართველოც მოიქცევა. ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ისინი დაბრუნდნენ. იქ მეტისმეტად ბევრი ადამიანია, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობისთვის მზად არის“, - განაცხადა ლუკაშენკომ და იქვე დასძინა, რომ უკრაინისა და საქართველოს დაკარგვა დაუშვებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.