ა/ო “პოზიცია”- ს ორგანიზებით, ნიდერლანდების ელჩმა ქართველი სტუდენტებისთვის სემინარი გამართა
19-05-2016, 07:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია”-ს ორგანიზებით, პროექტის “დიპლომატიური საუბრები” ფარგლებში, დღეს თბილისში, სასტუმრო “ვეძისის” საკონფერენციო დარბაზში ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში ჯოს დუმამ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარი გამართა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეს რიგით მე-5 სემინარია.


ელჩმა ძირითადად საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებულ კულტურულ  და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროინტეგრაციასა და ვიზების ლიბერალიზიაციის საკითხზე ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.


“არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ “დიპლომატიური საუბრების” ფარგლებში გამართულ სემინარებში, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებისგან. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ტარდება და მისი ხანგრძლივობა ერთი საათია.


“პოზიცია”-ს  მიერ შექმნილი აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  წინა სემინარებს უძღვებოდნენ ბულგარეთის ელჩის მეორე მდივანი, იასემ ტომოვი,  ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინტერნეტ-მასმედიისა და სოციალური მედიის განვითარების სფეროებში, ვიქტორ დავიდოფი,  აშშ-ის ელჩის მდივანი, მონიკა დორადო და სლოვაკეთის ელჩი საქართველოში.


„სემინარების უმთავრესი მიზანია, ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია სხვა ქვეყნებში სწავლის გაგრძელებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი