"ეგვიპტის ავიახაზების" თვითმფრინავმა, რომელიც პარიზიდან ქაიროში მიფრინავდა, ორი მკვეთრი შემობრუნება გააკეთა, სანამ ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდებოდა. აღნიშნული განცხადება საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
BBC-სცნობით, პანოს კამენოსმა განაცხადა, რომ "ეარბას A320 -ი "90 გრადუსით შემობრუნდა მარცხნივ და 360 გრადუსით მარჯვნივ". იგი 6 700 მეტრზე მაღლა იმყოფებოდა, სანამ რადარებიდან გაქრებოდა, დაამატა მან.
ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმის შესაძლებლობა "უფრო მაღალია", ვიდრე ტექნიკური წარუმატებლობა.
შერიფ ფატჰიმ დაამატა, რომ ჯერჯერობით თვითმფრინავის ნამსხვრევები ნაპოვნი არაა.
აღნიშნული განცხადებების გაკეთებამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაადასტურა, რომ "ეგვიპტის ავიახაზების" თვითმფრინავმა, რომელიც პარიზიდან ქაიროს მიმართულებით გადაადგილდებოდა, კატასტროფა განიცადა. "როიტერსის" ცნობით, ჯერჯერობით კატასტროფის მიზეზი უცნობია და არც თვითმფრინავის ფრაგმენტებია ნაპოვნი.
"ეგვიპტის ავიახაზების" ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 30 ეგვიპტელი, საფრანგეთის 15 მოქალაქე, ერთი ბრიტანელი, ორი ერაყელი, ასავე კანადის, ბელგიის, ქუვეითის, საუდის არაბეთის, სუდანის, ჩადის და პორტუგალიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
პარიზიდან ქაიროში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე სულ 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი, მათგან 3 ბავშვი და ეკიპაჟის 10 წევრი.
ეგვიპტის ავიაციის სამინისტროს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით სააგენტო Associated Press-მა ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ EgyptAir-ის კუთვნილმა ლაინერმა, A320-მა კატასტროფა განიცადა.
მათი ინფორმაციით, ამჟამად დაწყებულია თვითმფრინავის ფრაგმენტების ძებნა. სამძებრო სამუშაოები ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარეობს.
ლაინერის ჩამოვარდნა ეგვიპტის მთავრობას ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
ლაინერი A320 რადარებიდან ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ გაქრა. ეგვიპტური მედიის ცნობით, ბოლო კონტაქტი მფრინავთან თვითმფრინავის გაუჩინარებამდე 10 წუთით ადრე მოხდა.
CNN -ის ცნობით, იმ სივრცეში, სადაც თვითმფრინავის გაუჩინარება მოხდა, საკმაოდ კარგი და წყნარი ამინდია.
BBC -ს ცნობით, ამ წუთებში სამაშველო ჯგუფები სამძებრო სამუშაოებში არიან ჩართული.
გასული წლის ოქტომბერში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რუსეთში შარმ ელ-შეიხიდან მიფრინავდა, სინას ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 224 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოგვიანებით, მოსკოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების შედეგად ჩამოვარდა.
მაშინ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი მათ დაბომბეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.