შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანა აღკვეთეს.
”13 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე შეამოწმეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.ზ.-ის კუთვნილი ბარგი და 33 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEINE და 18 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი DIPENOXILATE MINOO აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.
ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტზე, 17 მაისს, შემოვიდა ავტომობილი, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ.გ. მართავდა. ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CODAMOL აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონის სამმართველოს”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.