ირაკლი შოთაძე ე.წ. კაბელების საქმეზე: ხალხს ამოძრავებს პირადი მოტივაცია, რათა ამ საქმეს მისცენ პოლიტიკური ელფერი, მოახდინონ მართლმსაჯულების და პროკურატურის დისკრედიტაცია
19-05-2016, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მაქვს კითხვა - რითი ხელმძღვანელობენ ეს ადამიანები, როდესაც საუბრობენ ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენის დაუსაბუთებლობაზე, როდესაც ეს განაჩენი ჯერ თვალით არავის უნახავს? - აღნიშნული განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას გააკეთა.

 

 

”ისე, რომ ჯერ სასამართლოს მიერ გამოცხადებულია მხოლოდ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი და ჯერ არ გამოქვეყნებულა სამოტივაციო ნაწილი, რიგი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის და სხვათა მხრიდან საჯარო ეთერის საშუალებებით ეს გადაწყვეტილება უკვე მონათლულ იქნა უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებად.

 

 

ცალსახაა, რომ ამ ხალხს ამოძრავებს პირადი მოტივაცია, რათა ამ საქმეს მისცენ პოლიტიკური ელფერი, მოახდინონ მართლმსაჯულების და პროკურატურის დისკრედიტაცია. სწორედ იმ მიზნით, რომ არ მოხდეს თქვენი შეცდომაში შეყვანა ამ საქმის რეალურ გარემოებებთან მიმართებაში, ვიდრე გექნებათ საშუალება გაეცნოთ გამამტყუნებელ განაჩენს, წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ მტკიცებულებებზე, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე სასამართლოში ითხოვდა ბრალდებულების დამნაშავედ ცნობას. თქვენ გქონდათ გუშინ შეხვედრა დაცვის მხარესთან, დღევანდელ შეხვედრაზე გექნებათ შესაძლებლობა, შეადაროთ ჩვენი და მათი არგუმენტები და ამ არგუმენტების დასაბუთებულობა”, - მიმართა შოთაძემ დიპლომატებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი