აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას არ აპირებს, - განაცხადა SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, მაჰირ მამედოვმა.
როგორც აზერბაიჯანული გამოცემა „რეპორტი“ აღნიშნავს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, SOCAR-ი საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს და აღნიშნულზე საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებაა მიღწეული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 11 მაისის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ “Socar Georgia Investments” საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს, რომელიც ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს არაუგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.