სუპერ-მწერები 2050 წლისთვის მოკლავენ ყოველ სამ წამში ვინმე ერთ ადამიანს, თუკი მსოფლიო ქმედითი ღონისძიებების გატრებას ახლავე არ დაიწყებს. ამის შესახებ BBC გავლენიან გლობალურ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
მსოფლიოს წამყვანი კვლევა მედიცინის "შავ-ბნელი პერიოდის დადგომისაგან" თავდაცვის მიზნით მილიარდობით დოლარის ინვესტირების საჭიროებაზე საუბრობს.
იმ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც წამლებისადმი წინააღმდეგობის გამწევნი არიან, იმგვარ დიდ რისკად შეფასდა, როგორც ტერორიზმი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ვავითარებთ საკმაო ოდენობის ახალ ანტიბიოტიკებს და ვკარგავთ მას, რაც გაგვაჩნია, - წერს BBC.
კვლევა ამბობს, რომ 2050 წლისთვის მდგომარეობა იმდენად იქნება გაუარესებული, რომ ინფექციებისაგნ წელიწადში სავარაუდოდ, 10 მილიონი ადამიანი მოკვდება.
კვლევა რეკომენდაციას იძლევა, რომ დაიწყოს დაუყოვნებელი და მასობრივი კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, რადგან ადამიანების უმრავლესობა რისკების იგნორირებას ახდენს;
დაფუძნდეს 2 მილიარდი აშშ დოლარის მსოფლიო ინოვაციის ფონდი ადრეული ეტაპის კვლევებისთვის;
გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა სუფთა წყალზე, სანიტარიასა და უფრო სუფთა საავადმყოფოებზე, რათა ინფექციების გავრცელება თავიდან ავიცილოთ;
შემცირდეს არასაჭირო დიდი ოდენობის ანტიბიოტიკების გამოყენება სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის ისეთების, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის "მაღალ საფრთხეებს" შეიცავს და გატარდეს სხვა ამგვარი ღონისძიებები, ყოველი ახალი ანტიბიოტიკის აღმოჩენისთვის კი კომპანიებს 1 მილიარდი აშშ დოლარი გადაუხადონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.