ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა მარტვილის კანიონით დაინტერესდეს - ადგილობრივი ხელისუფლება ტენდერის გამოცხადებას გეგმავს
19-05-2016, 13:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშილი, შესაძლოა, მარტვილის კანიონით დაინტერესდეს.

 

 

"თუ ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდება სურვილი, რომ მარტვილის კანიონს მიხედოს, მხოლოდ მივესალმები. შემიძლია ვთხოვო ბატონ ბიძინას, რომ მოვიდეს და გააკეთოს კანიონი. ვეძებთ ინვესტორს, უნდა გამოცხადდეს ტენდერი, ვინ მოიგებს და ვინ იყიდის, წინასწარ როგორ გითხრათ" - აღნიშნული განცხადება "რუსთავი-2"-თან საუბრისას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ გააკეთა.

 

 

დაცული ტერიტორიის სტატუსის მქონე კანიონის შესაძლო გასხვისებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აპროტესტებს.

 

 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეს ტეროტორია მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მათ უკვე იციან, რომ კანიონსა და მის მიმდებარე ხეობას გასაყიდად ამზადებენ და მყიდველი, სავარაუდოდ, სწორდ ყოფილი პრემიერი იქნება.

 


კანიონი რამდენიმე თვეა დაკეტილია როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 


ტერიტორიის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ გარემოს დაცვის სამინისტროში. უწყებაში მარტვილის კანიონის დახურვას იქ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებით ხსნიან და აცხადებენ რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის კანიონის საწყლოსნო მონაკვეთზე ტურისტული სერვისის მართვის უფლების პირდაპირი წესით გადაცემა იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი