საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ანა ფოტიგამ გააკეთა.
„ჩვენ ევროპარლამენტში ოთხ უდიდეს პოლიტიკურ ჯგუფს წარმოვადგენთ და ყველანი ერთ აზრზე ვთანხმდებით, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს. ვფიქრობთ, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართული ჯარის მოდერნიზაციის პროცესს, რომელიც მას ნატოს და ევროკავშირის მოთხოვნებთან თავსებადს ხდის. საინტერესო შეხვედრა გვქონდა თავდაცვის მინისტრთან, თინა ხიდაშელთან. ასევე, ჩვენ თავად ვნახეთ ის პრობლემები, რომელიც საზღვრისპირა სოფლებშია. ჩვენ ვნახეთ ხელოვნურად აღმართული ბარიერები“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.