ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ კრიტიკული პერიოდი უკვე გადალახა, ახლა კი, ევროპისკენ მიდის
18-07-2014, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტი ქვეყნისთვის ისტორიული დოკუმენტის რაფიტიკაციას ახდენს. 

 


ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო ტექსტი განიხილება.

 


პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველომ ყველაზე კრიტიკული პერიოდი უკვე გადალახა, ახლა კი, წინ ევროპისკენ მიდის. 

 


მისი თქმით, 2014 წლის 27 ივნისი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა, რადგან ქვეყნის ოცნება ახდა და საქართველოს ევროინგეტრაციის პროცესი უფრო შეუქცევადი გახდა.



„ახლა ჩვენ ამ სივრცის ზღვართან ვდგავართ. ევროპაში უნდა შევაბიჯოთ, როგორც ევროპული კულტურის უძველესი ისტორიის ქვეყანა. ჩვენი და ევროპის სიახლოვე საუკუნეებს ითვლის. ეს დროში გამოცდილი კავშირია. ჩვენ კი დავადექით იმ გზას, რომელმაც უნდა გააღრმავოს და გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობა ევროპულ სახელმწიფოებთან“ - აღნიშნა პრემიერმა. 

 


ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყნისთვის ისტორიული დოკუმენტის რატიფიკაციას საქართველოს პარლამენტი ერთსულოვნად დაუჭერს მხარს. 

 


„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ლიტვამ, ლატვიამ, რუმინეთმა უკვე მაოხდინეს საქართველო-ევროკავშიორის შეთანხმების რატიფიკაცია. კიდევ 25 წევრი ქვეყანა და ევროპარლამენტი მოახდენს ხელშეკრულების რატიფიკაციას“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 


ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან ყველას დღევანდელ დღეს ულოცავს, ვინც ევროპულ იდეალებს უერთგულებს და საქართველოს მომავალს ევროპულ დიდ ოჯახში ხედავს. 

 


საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სესია მიმდინარეობს, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების რატიფიკაცია უნდა მოხდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი