ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე პარლამენტს მოუწოდებს, მეტად მოუსმინონ ბიზნესს.
ჭირაქაძემ ეს კომენტარი ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს. ბიზნესასოციაცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის არსებული სახით მიღება დაუშვებელია.
„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ მთავრობა და ჩვენ ერთ პოზიციაზე ვდგავართ. გვინდა, მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ პარლამენტს - მეტად მოუსმინონ ბიზნესს, მომხმარებელს და იყოს მსჯელობა ამ თემებზე, არ არის საჭირო ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც პირდაპირ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრებმა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მეტად მოგვისმინონ ჩვენც და სხვებსაც და გაიგონ, თუ რას გამოიწვევს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ძალიან გაუაზრებელია და შესაძლოა, მისმა მიღებამ ფასების ზრდა გამოიწვიოს.
„ჩემი აზრით, ძალიან გაუაზრებელია ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის იმ ფორმით მიღება, რა ფორმითაც პარლამენტშია ინიცირებული. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით ამ კანონს, მიგვაჩნია, რომ ამ კანონის ამ ფორმით ამოქმედებამ, შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას იმით, რომ გაძვირდეს საქონელი, რომელიც მომხმარებელმა უნდა მიიღოს. მაგალითად, ნებისმიერი საქონლის 14 დღეში უკან დაბრუნების შესაძლებლობა და ეტიკეტზე მხოლოდ ქართულ ენაზე წარწერა, მხოლოდ და მხოლოდ ხარჯებს გაზრდის. ჩვენ მკაფიოდ შევისწავლეთ და 14 დღე ევროდირექტივებში არსად არ იყო ნახსენები“, - განაცხადა ჭირაქაძემ.
ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები ამ წუთებში სასტუმრო „რედისონში“ ბიზნესომბუდსმენს ხვდებიან, სადაც ძირითადი განსახილველი საკითხი სწორედ ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.