დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესებაზე მეტი ქვეყნისთვის. ერთი მხრივ, ეს უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს, მაგრამ მეორე მხრივ, უფრო მეტ რისკსაც. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ შეჩერების მექანიზმზე ვიმსჯელებთ, - აღნიშნული განცხადება ბრიუსელში, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრმა, კლაას დიკჰოფმა გააკეთა.
დღეს ევროკავშირის საბჭო მიღებს გადაწყვეტილებას ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვაზე, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზა-ლიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.
„ევროკომისიამ შეჩერების მექანიზმის გაუმჯობესების მექანიზმის წინადადებით მოგვმართა. იმედი მაქვს, დღეს ამაზე შევთანხმდებით. თუ პროცესი გეგმის თანახმად არ წავიდა, ჩვენ უფრო სწრაფი რეაგირების საშუალება მოგვეცემა“, - განაცხადა დიკჰოფმა.
შეკავების მექანიზმის თანახმად, თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომელიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდება, უფლება ექნება მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს.
თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.
ევროკავშირის საბჭოში განმარტავენ, რომ შეკავების მექანიზმის გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპაში მიგრაციული სიტუაციის კონტექსტში და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული კომისია საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთსა და კოსოვოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის წინადადებით გამოვიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.