გოგი თოფაძე - დავით კოღუაშვილს პოლიტიკური განათლება აკლია
20-05-2016, 04:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე, ”ქართული ოცნების” ახალი წევრის დავით კოღუაშვილის მიერ, მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დავით კოღუაშვილს პოლიტიკური განათლება აკლია.

 

თოფაძე იმედოვნებს, რომ “ქართულ ოცნებაში” კოღუაშვილის მიერ წამყვანი თანამდებობის დაკავება, პარტიას რეპუტაციას არ გაუფუჭებს. მისივე თქმით, დავით კოღუაშვილი აუცილებლად უნდა გარკვეულიყო ვინ რომელი პარტიის წევრია და არ გაეკეთებინა მსგავსი განცხადებები.

 

“დავით კოღუაშვილი, თუ მოვიდა პოლიტიკაში, იმდენი უნდა იცოდეს, რომ დემოკრატია სწორედ ის არის, რომ ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს. მე ჩემი აზრი მაქვს. მან სამწუხაროდ, ისიც არ იცოდა, რომ ჩვენ ცალკე პარტია ვართ და მას არ აქვს უფლება ილაპარაკოს ”ოცნების” პოზიციიდან, მრეწველების პარტიაზე. ალბათ პოლიტიკური განათლება აკლია. ძალიან ვდარდობ, რომ მის მიერ წამყვანი თანამდებობის დაკავებამ “ქართულ ოცნებაში”, რაიმე არ დაუშავოს იმ ძალას, რომელმაც მოგვაცილა ის ჭირი, რომელიც ცხრა წელი მთელ საქართველოს აუბედურებდა. სწორედ ამ ძალას არ გაუფუჭოს რეპუტაცია მეშინია”, - განაცხადა გოგი თოფაძემ.

 

ცნობისთვის, ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრი დავით კოღუაშვილი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში, კოალიციაში დისციპლინის ნაკლებობაზე საუბრობს. როგორც კოღუაშვილმა აღნიშნა, ყველა განცხადება, რომელსაც კოალიციის წევრები აკეთებენ შეთანხმებული უნდა იყოს, რათა სხვადასხვა პოზიცია არ დაფიქსირდეს. ამ კონტექსტში მაგალითად მან მრეწველებისა და თამაზ მეჭიაურის განცხადებები მოიყვანა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი