ისრაელის თავდაცვის მინისტრი პოსტს ტოვებს, რადგან ის არ ენდობა ბენიამინ ნეთანიაჰუს
20-05-2016, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, მოშე იაალონი გადადგა. განცხადებაში, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ ის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს აღარ ენდობა. "თვითერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში მან პირდაპირ მიმართა ნეთანიაჰუს - "მე მივდივარ მთავრობიდან და პარლამენტიდან, ვიღებ შესვენებას პოლიტიკური ცხოვრებიდან".

 

 

მისი ეს ნაბიჯი წინ უძღოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნეთანიაჰუ კოალიციური მთავრობის შემადგენლობის გაფართოებასა და თავდაცვის მინისტრის შეცვლას გეგმავდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "Independent"-ი წერს.

 

 

ნეთანიაჰუსა და იაალონს შორის კონფლიქტი ბოლო ორი თვეა მიმდინარეობს. კონფლიქტის წარმოშობა კი ქალაქ ჰებრონში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც ებრაელმა ჯარისკაცმა დაჭრილი პალესტინელი მოკლა, რომელიც მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

 

 

მოშე იაალონის მოსაზრებით, სამხედრო მოსამსახურისთვის ასეთი საქციელი შეუფერებელია, თუმცა, პრემიერ-მინისტრმა მხარი ჯარისკაცს დაუჭირა.

 

 

"Independent"-ის თანახმად, იაალონის შემცვლელად ულტრა-ნაციონალისტი პოლიტიკოსი, 57 წლის ავიგდორ ლიბერმანი სახელდება.

 

 

BBC წერს, რომ ბენიამინ ნეთანიანუ მოშე იაალონს, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას შესთავაზებს. თავად ნეთანიაჰუს ოფისი კი თავდაცვის მინისტრის განცხადებას გადადგომის შესახებ ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი