შს მინისტრის მოადგილე სიკვდილიანობის პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს
20-05-2016, 04:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აუცილებლად მიიჩნევს ცალკე მაკოორდინირებელი უწყების შექმნას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს.

 

შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ ამით სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ეფექტური გახდება.

 

„საგზაო უსაფრთხოების კუთხით ცუდი სტატისტიკაა. მიგვაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, რამდენიმე უწყება მუშაობს ამ სფეროზე, თუმცა არ არსებობს ერთიანი მარკორდინერებელი უწყება. თუ გადაიჭრება ეს საკითხი, ვფიქრობ, სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ეფექტური იქნება“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.

 

შს სამინისტროს ბოლო სამი თვის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 6%-ით გაიზარდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი