თამაზ მეჭიაური - დიდ პატივს ვცემ, მაგრამ გოგი თოფაძის პარტიიდან არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ
20-05-2016, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თამაზ მეჭიაურმა დღეს განაცხადა, რომ საკუთარ პარტიას ქმნის და გოგი თოფაძის მიმართ დიდი პატივისცემის მიხედავად სხვა პარტიით არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. მეჭიუარი აცხადებს, რომ ამის მიუხედავად გოგი თოფაძის პარტიასთან სიამოვნებით ითანამშრომლებს.

 

”ბატონ გოგის დიდ პატივს ვცემ და მადლობას მოვუხდი, მაგრამ ჯერ ჩემს თანამოაზრეებთან ვმართავ კონსულტაციებს და არ გამოვრიცხავ, ჩვენ თვითონ შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ბატონ გოგისთან და მის პარტიასთან დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს. ამ ეტაპზე გამოვრიცხავ სხვა პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობას”, - განაცხადა მეჭიაურმა.

 

იგი ამ ეტაპზე საკუთარი პარტიის მომავალი წევრების ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

 

გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ თუ თამაზ მეჭიაური გამოთქვამს სურვილს, ”მრეწველების” სახელით იყაროს კენჭი, სიამოვნებით მიიღებს მის თხოვნას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი