ეროსი კიწმარიშვილის იარაღზე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იპოვეს, თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ამის შესახებ გარდაცვლილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ექსპერტიზის პირველადი შედეგებია. ექსპერტზა ჩაუტარდა ასევე, გარდაცვლილის ტანსაცმელსა, თუმცა ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, მას იქ უცნაური არაფერი შეუმჩნევია.
"ექსპერტიზაზე იყო ის ტანსაცმელი, რომელიც გარდაცვლილს ეცვა. ასევე, აპირებდნენ იმ ადამიანების ტანსაცმლის ექსპერტიზასაც, რომლებმაც შემთხვევის ადგილი პირველად ნახეს და რომლებიც დასაკითხად იყვნენ წასულები. ასევე, ჩატარდა იარაღის ექსპერტიზა. გაკეთდა თითების ანაბეჭდი. საბოლოო პასუხი ჯერ არ ვიცი, თუმცა პირველადი პასუხით, იარაღზე არ არის არც ერთი ანაბეჭდი, რომელიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის გამოდგება" - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე საათში ჩატარდება ბალისტიკური ექსპერტიზაც, რომელსაც ოჯახის წარმომადგენელი დაესწრება.
ამასთან, მანქანაში აღმოჩენილი იარაღი უკვე დაათვალიერეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიც. მასზე სისხლის კვალი არ აღმოჩნდა.
ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში, მისსავე ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. კიწმარიშვილს კვირას, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-დან 14:00 საათზე გამოასვენებენ. იქვე გაიმართება მისი სამოქალაქო პანაშვიდი. ოჯახის გადაწყვეტილებით, კიწმარიშვილს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.