დავით ბერძენიშვილი: პრეზიდენტის მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მივიღებთ
20-05-2016, 05:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, “რესპუბლიკელები“ ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ" - აცხადებს "რესპუბლიკელი" დეპუტატი, დავით ბერძენიშვილი.

 

 

“თუკი ვეტო იქნება, ჩვენ მის დაძლევაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს გასაგებია, რადგან ჩვენ კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ. არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა წაიღოს კოლეგიების უფლებამოსილებები და ამასთანავე, პრაქტიკულად, პარალიზებული იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების მიღება, ძალიან მაღალი კვირუმის პირობებში. “რესპუბლიკელები“ კანონპროექტის გაუმჯობესებას ვცდილობდით, მაგრამ გაუმჯობესების ნაცვლად, მისი რამდენიმე მუხლი სწორედ გაუარესებისკენ არის - ის რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრა კაციდან ხუთს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება არის უკეთესი, ვიდრე ის, რომ ცხრა კაციდან ექვს არ შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება“, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი